ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს

ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს ფართს, სადაც ისინი სამი თვის განმავლობაში, ყველგვარი გადასახადისგან თავისუფლბი იქნებიან. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოვაჭრეებთან მოლაპარაკებები გრძელდება და დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება ძალადობრივი გზით არ მოხდება.

ზუგდიდში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები, გაფრთხილების მიუდედავად, ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ, საპროტესტო აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ მერის შეთავაზებას არ დათანხმდებიან.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: დანამატი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხის რაიონში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა