ანა დოლიძე: დანამატი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. ანა დოლიძე საბჭოში მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. პრეზიდენტის კვოტით საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში დასალაგებელია და ამ მიმართულების იქნება აქტიური წევრი.

საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ახლებურად განსაზღვრაა. ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძე აცხადებს რომ დანამატი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს.

“თუ სასამართლოში იქნება დანამატი, მაშინ ის უნდა გაიცეს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ჩვენ უნდა შევზღუდოთ შესაძლებლობა რომ დანამატების გაცემა ინდივიდუალური მიდგომით აღარ მოხდეს.

ასევე მნიშვნელოვანია საქმეთა ელექტრონული გადანაწილების წესის დახვეწა, რომელსაც კიდევ უფრო სისტემური მიდგომა სჭირდება,”- განაცხდა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს