ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საია-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.

ორგანიზაციას ცნობით, საია ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს სწავლობს. ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში სკოლის შემოწმების დაწყებამდე ერთი დღით ადრე შევიდა.

“საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ინსპექტირების საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით. საია აგრეთვე ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება. მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრიდან განახლდება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს