ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგოს გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისში გარდაცვლილ 22 წლის გოგონას გრიპის ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა და გამორიცხულია, ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდეს.

როგორც გამყრელიძემ მას ოჯახთან კომუნიკაცია დღესვე ექნება.

გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილის დაავადების შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა, ის პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დაავადების შესახებ ვერ ისაუბრებს.

„თანავუგრძნობ ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიის გამო, რაც დღეს გამთენიისას მოხდა. ჩემი პასუხი იყო და ახლაც ვადასტურებ, რომ საქართველოში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც, ოჯახის თანხმობის გარეშე არა მაქვს უფლება დეტალებზე საუბრის. აქედან გამომდინარე მე გავეცი ზოგადი პასუხი. ამ ერთი საათის განმავლობაში ქალბატონმა დარეკა ჩემს აპარატში, სანამ ბრიფინგი დაიწყებოდა. ბრიფინგის შემდეგ მე მას პირადად დაველაპარაკები ტელეფონით და ავუხსნი მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ განვითარდა ძალიან მძიმე პათოლოგია. გრიპი იყო, ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. გრიპი ჩვენს მოსახლეობას ჰგონია იოლი დაავადება და მას აიგივებს გაციებასთან, რაც ასე არ არის. გრიპის ვირუსით გამოწვეული გრიპოზული დაავადება 25-30 პროცენტ შემთხვევებში რთულდება, სამწუხაროდ, მათ შორის ფატალური გამოსავლით. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით და გართულებებით 300- 600 ათასამდე ადამიანი იღუპება მთელ მსოფლიოში. ეს არის ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა ცენტრის მონაცემები. ანუ სიკვდილიანობის სერთო სტატისტიკა მერყეობს 0.3-დან 1 პროცენტამდე.

მე ოჯახთან მექნება დღეს კომუნიკაცია და ამის შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ოჯახმა არ იცოდეს გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ, გამყრელიძემ უპასუხა, რომ არა.

„დიაგნოზი გაფორმებულია და ეს ოჯახმა იცის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საია-ს სასამართლოში სარჩელი შეაქვს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მაქვს განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად