ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებს ახალ წელს ულოცავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2020 22:02

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებს ახალ წელს ულოცავს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებს ახალ წელს ულოცავს. მისი განცხადებით, 2020 წელის განმავლობაში საზოგადოებას ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია, თუმცა ძალიან ბევრ გამოწვევას საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი. ირაკლი ჩიქოვანი თავის მიმართვაში, რომელიც დეპუტატის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, მადლობას უხდის ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული.

„მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ძვირფას ზუგდიდელებს. მინდა, მოგილოცოთ ახალი 2021 წელი. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა, მხნეობა და ძალიან ბევრი სიკეთე ახალ წელს. 2020 წლის განმვალობაში ჩვენ ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწია, ჩვენ ძალიან ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი ახლობელი და ისინი გახდნენ პანდემიის მსხვერპლნი. თუმცა ჩვენ შევძელით გავმკლავებულიყავით პანდემიას, შეგვეკავებინა ის და კვლავაც ვაგრძელებთ მასთან ბრძოლას.

პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული, რომ ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად ნაკლები ყოფილიყო პანდემიით გამოწვეული ეფექტი. ესენი არიან: ექიმები, ექთნები, პოლიციელები, სამხედროები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გადაიტანოს პანდემიის პერიოდი.

დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს ჩვენ შევძლებთ პანდემიის დამარცხებას მსოფლიოსთან ერთად და შევძლებთ იმას, ჩვენი ქვეყანა კვლავაც დავუბრუნოთ მისი განვითარების მაღალ ეტაპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.

ზუგდიდელებს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო კომფორტული და რა თქმა, უნდა თითოეულ ზუგდიდელს მინდა ვუსურვო, რომ მათ ჰქონდეთ მეტი კეთილდღეობა. და ბოლოს, მინდა, მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს და მოგიწოდოთ, რომ მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს საახალწლო დღეები და უქმეები, რომ ჩვენ 2021 წლის განმავლობაში უფრო მეტი სიხარული და სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს. გილოცავთ ახალ 2021 წელს!“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი საახალწლო მილოცვაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2020 22:02

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics