ამირან გამყრელიძე ცენტრის თანამშრომლებსა და მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ცენტრის თანამშრომლებსა და მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

გამყრელიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის კოლექტივს, რომლებიც, მისი თქმით, ეპიდემიებთან ბრძოლაში იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან წინა ხაზზე.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მივესალმები, მივესალმები მთელ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელს და საერთოდ, მაქვს ამის უფლება, რომ მივესალმო ასევე მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას. ყველას დიდი მადლობა იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც თქვენ ეწეოდით ძალიან მძიმე 2020 წელს, თითოეული თქვენგანის შრომა არის შეუფასებელი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდ კოლექტივს, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან ყოველთვის წინა ხაზზე ეპიდემიებთან ბრძოლაში, თითოეულმა თქვენგანმა 2020 წელს არ იცოდა დღე და ღამე, თითოეული თქვენგანის შრომა თუ არ არის ჩვენგან, ხელმძღვანელობის მიერ სათანადოდ დაფასებული, ამისთვის ბოდიში, მაგრამ თქვენ ამას გიფასებთ ხალხი, საზოგადოება. ამიტომ მინდა, რომ 2021 წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს პირველ რიგში ჯანმრთელობის, ბედნიერების, ბევრი სიხარულის და სიკეთის მომტანი, თქვენი ოჯახებისთვის, პირადად თქვენთვის და დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ დიდ გამოწვევას, რასაც კორონავირუსული პანდემია ჰქვია, თქვენი იმედი ყოველთვის აქვს საქართველოს საზოგადოებას და ღმერთმა ნუ მოუშალოს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს
შემდეგი სტატიაზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებს ახალ წელს ულოცავს