ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 12 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 6 შემთხვევა გვაქვს სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა. 62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.

გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალბატონს თანმდევი დაავადებები ქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ჭიქაშვილი – “როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო?”
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო – ექიმი