ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო – ექიმი

წუხელ გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკის მენეჯერი ხათუნა შურბი ამბობს, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და გამთენიისას საავდმყოფოში გარდაიცვალა.

“ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაცივალა, ერთი იყო რეფერირებული კლინიკიდან, დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება და უარი განაცხადეს შემდგომ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე არც ერთი პაციენტი არ გვრჩება ავტოავარიის შედეგად კლინიკაში,” – ამბობს ხათუნა შურბი

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია
შემდეგი სტატიაენმ-ის ქუთაისის საარჩევნო შტაბს საღებავები შეასხეს და წარწერები გააკეთეს