ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშიდან 25 -ზე დადებითი პასუხია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 25 -ზე დადებითი პასუხია, ასევე გვაქვს 11.10.2020 აღებული ნიმუშის 3 დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც კვლევაში იყო დარჩენილი.

აქედან 18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.

3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

1 შემთხევვაა სენაკში, რომელიც თბილისის მოგზაურობას უკავშირდება.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაცეიენტი, მათგან 5 ზუგდიდელია, 1 ხობის მაცხოვრებელია და 1 ფოთელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 136 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში: „ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო-პოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 207 აჭარაში, 117 იმერეთში, 68 კი თბილისში დაფიქსირდა