კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 207 აჭარაში, 117 იმერეთში, 68 კი თბილისში დაფიქსირდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 13, 2020 11:25

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 207 აჭარაში, 117 იმერეთში, 68 კი თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში, 68 თბილისში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შეთხვევების განაწილება ასეთია: სამწუხროდ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ინფიცირებული მაინც აჭარაშია, 207 შემთხვევაა გამოვლენილი, თბილისში შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ გვაქვს და ძალიან კარგია, აქ 68 პაციენტია ინფიცირებული, იმერეთში არის 117 შემთხვევა, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლში შვიდი. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, გურიაში არის რვა ახალი შემთხვევა, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ხუთ-ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში არის სამი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 13, 2020 11:25