ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ სახლებს გადასცემს

saxlebi ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი კეთილმოწყობილი სახლები გადაეცემათ. ამის შესახებ ,,თაიმერს” მუნიციპალიტეტის პრესამსახურიდან აცნობეს. მუნიციპალიტეტის თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში სახლების მშენებლობა ბოლო ფაზაშია შესული.
კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად ბენეფიციარებს მზის გამათბობლებიც დაუმონტაჟდებათ. სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობისთვის 380 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი2016 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა ზუგდიდის გამგეობაში თანხის გაორმაგებაზე მუშაობენ.
სოციალურადმძიმესაყოფაცხოვრებოპირობებისმქონეოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.აქცენტი კი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობდა ან საცხოვრებელი დამწვარი ჰქონდათ. პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.

banner
წინა სტატიაში,,წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული საარჩევნო სისტემა დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად მოირგო”
შემდეგი სტატიადიდუბისა და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება