დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის: ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ხვალ თბილისის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, სულ 310 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს, სულ 212 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ სახლებს გადასცემს
შემდეგი სტატია“პროვოკაციული აქტი” – საგარეო უწყება რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება