ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდშ, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლება ქვეყნისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა.

„განათლება არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის კულტურისა და სპორტის ერთობლიობა. ეს არის ის სამი მნიშნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიას ეხმაურება