ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივადაა გახსნილი. მთელი ღამის განმავლობაში კი იქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. შეჩერებული იყო გაწმენდითი სამუშაოებიც, რომელიც გამთენიისას განახლდა.

სამდღიანი წვიმების შედეგად,ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე კლდოვანი მასა და დიდი რაოდენობით ქვებია ჩამოცვენილი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში – დაშავდა 3 ადამიანი
შემდეგი სტატიაშრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება – ჯანდაცვის სამინისტროში კანონპროექტი მზადდება