ზოდელავა: ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა

„არაფერი მტკიცებულება, ცხადია, მანდ არ არის, აბსოლუტურად, ისეთივე საქმეა, ისეთივე უსაფუძვლო, ისეთივე უსამხილო, ისეთივე არაფერს დაყრდნობილი, როგორიც არის ნიკა მელიას საქმე,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ გააკეთა.

მურთაზ ზოდელავა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება. ზოდელავა ოქრუაშვილის საქმესა და ნიკა მელიას დაკავებას შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარეს რეალური მტკიცებულება არ აქვს.

გარდა ოქრუაშვილის დაკავების ბრძანების გაცემისა, ზოდელავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაუქმება.

„გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა და მიიღო მყისიერად და დაუყოვნებლივ, რადგან მას შეატყობინეს იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშის იყო, იმ ერთ-ერთ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა სამხარაულის ბიუროში და როგორც შიდა წყაროები სახელისუფლებო, კულუარული წყაროები იტყობინებიან, გაიცა ორი განკარგულება გუშინ ივანიშვილის მიერ, ეს იყო, ერთი, დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული ოქრუაშვილი ნებისმიერი ფორმით და ასევე, გაუქმებული იქნას მთლიანად სამხარაულის ბიურო, რადგან მას მოახსენეს, რომ სამხარაულის ბიუროში დადგინდა, რომ ეს ხელმოწერა იყო ავთენტური,“ – განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები – ბობოხიძე მომიტინგეების დაკავებაზე
შემდეგი სტატიადიდი კორუფცია: 35 მილიონი დოლარი წლიურად და 700 მილიონი დოლარის ქონება – ვანო ჩხარტიშვილის არალეგალური ბიზნესი საქართველოში