დიდი კორუფცია: 35 მილიონი დოლარი წლიურად და 700 მილიონი დოლარის ქონება – ვანო ჩხარტიშვილის არალეგალური ბიზნესი საქართველოში

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მიერ მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერებში ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს

შევარდნაძის დროს არსებული არნახული კორუფციის პირობებშიც კი, ყველაზე მეტად თავი საზოგადოებას ჩხარტიშვილმა დაამახსოვრა.
მან ჯერ მეანაბრეების ფული გააქრო, შემდეგ კი, გურულების კლანთან ერთად გაერთიანებული ქართული ბანკი შექმნა.

შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის სახეს, ვანო ჩხარტიშვილს დღემდე სერიოზული ბიზნეს-ინტერესები აქვს ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სფეროში.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩხარტიშვილი ბადრი პატარკაციშვილს მიეკედლა და მალე გახდა მისი მთავარი ბიზნეს-მოურავიც. შემდეგ კი, ის მართლმსაჯულებას ინგლისში დაემალა.

თუმცა, ჩხარტიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაბრუნდა საქართველოში და ისევ თავის საყვარელ საქმიანობას – სხვადასხვა მაქინაციებით ფულის შოვნას დაუბრუნდა

რა აქტივები აქვს ვანო ჩხარტიშვილს დღეს?

1. მას ეკუთვნის ფოთის პორტში ორი ნავმისადგომი ე.წ “პრიჩალი”, საიდანაც მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს ყოველწლიურად.

2. ჩხარტიშვილი ასევე ფლობს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სადაც ბოლო დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა დასაქმებული.

ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მისი, ივანიშვილის კლანისა და ჩინელი ინვესტორის ხელში, ძალიან საეჭვო ვითარებაშო გადავიდა არაბებისგან…

ფორმალურად, ფოთის ინდუსტრიული ზონის აქციების დიდი ნაწილი ჩინელ ინვესტორს ეკუთვნის, ამ საწარმოში არაპირდაპირი მოწილეები კი, ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილია არიან.

3. ვანო ჩხარტიშვილი დღეს საქართველოში სიგარეტის მთავარი მაგნატია. მას ეკუთვნის სიგარეტის ფაბრიკა პირველი, რომელიც თავის დროზე ასევე არაბებს წაართვეს.

ხოლო ავთანდილ წერეთელს, რომელიც “პირველის” თანამეწილეა, ფაბრიკაში მისვლაც კი აკრძალული აქვს.

4. ჩხარტიშვილი არის ენერგეტიკის სფეროში ივანიშვილის ე.წ. მთავარი მაყურებელიც.

კერძოდ, ჩხარტიშვილი კურირებს თურქეთში რუსული ელექტროენერგიის რეექსპორტის მიმართულებას.

ეს სფერო ქართული ოცნების პირობებში ყველაზე მეტად კორუმპირებულია და იქ, პირდაპირი ინტერესები აქვს რუსულ სპეცსამსახურებს.

თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტია. ამიტომ, თურქეთი ყოველწლიურად, 6.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თავის მხრივ, ეს ორივე ქვეყანა საქართველოს გავლით ახდენს ელექტროენერგიის ტრანზიტს თურქეთში.

სქემა არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ინვესტიციას და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას.

საქართველოში მისი გატარება კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგოგადაცემის მეშვეობითაა შესაძლებელი, შესაბამისად, სათანადო წილი ბიძინა ივანიშვილის ჯიბესაც ავსებს.

5. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა – ჩხარტიშვილი გარდამავალი უპირატესობით ჯოზეფ კეისთან ერთად ამ ბიზნესს პატარკაციშვილის ოჯახს ეცილება.

6. ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება ბათუმის ნავთობ ტერმინალშიც, საიდანაც მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობი არალეგალურად გაედინება სხვადასხვა ქვეყნებში.

საუბარია ყაზახების მიერ კონტროლირებადი ბათუმის ნავთობ ტერმინალიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის არალეგალურად ვიბრო დიაგნოსტიკის რეზერვუარებში გადამისამართებაზე…

ამ სქემის მიხედვით, არალეგალურ ნავთობს უკანონოდ ყიდიან და რუსული გემებით გააქვთ საქართველოდან. საქმე ათეულობით მილიონს ეხება.

ჩხარტიშვილს არალეგალური ინტერესი აქვს გადაზიდვების, ჯართის, უძრავი ქონებისა და ხორცის ბიზნესშიც.

ექსპერტების აზრით, შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოში არსებული ლეგალური და არალეგალური ბიზნესიდან წლიურად 35 მილიონ დოლარს შოულობს (ეს მისი წილის სავარაუდო წლიური ჯამია), ხოლო მისივე ქონების ჯამი, საშუალოდ, 700 მილიონი დოლარია.

ვანო ჩხარტიშვილი სოფელ ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა იყო – ბიოგრაფია

ვანო ჩხარტიშვილი, დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

1980-1982წწ. იყო ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა;

1987-1990წწ. თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი;

1990-1991წწ. საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე;

1991-1993წწ. “ბინსოცბანკის” კრწანისის განყოფილების უფროსი;

1994-1995წწ. საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, მოგვიანებით – მისი პრეზიდენტი და”ახალი ქართული ბანკის” დირექტორი;

1999-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

2000-2001წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი;

2001-2004წწ. საქართველოს “გადამხდელთა კავშირის” თანათავმჯდომარე.

P.S: ვანო ჩხარტიშვილი ბიზნეს-ინტერესებსა და შემოსავლებზე საუბარს გაურბის.

ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, სავარაუდოდ იმიტომ რომ არ აქვს პასუხები იმაზე, თუ როგორ მდიდრდება შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სახე სიღარიბით და შიმშილით სავსე ქვეყანაში – სახელისუფლებო ლობის გამოყენებით.

 

წყარო:presa.ge

banner
წინა სტატიაშიზოდელავა: ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ცე ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა