ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები – ბობოხიძე მომიტინგეების დაკავებაზე

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 15:43

ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები – ბობოხიძე მომიტინგეების დაკავებაზე

„ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

ბობოხიძე 20-21 ივნისის ღამის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და მომიტინგეების დაკავებებს ეხმაურება.

აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს. ამას გარდა, ბობოხიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მთავრობის ქმედება პოლიტიკური რეპრესიების სახეს მიიღებს.

„ხელისუფლება, მინიმუმ, ხელოვნურად ცდილობს, დაამძიმოს მუხლები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მოქმედება არ იქნება აღკვეთილი, მანამ, სანამ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფების მოქმედება მათ შორის, პოლიტიკოსთა, მათ შორის, პოლიციის მიმართ არ იქნება შეფასებული, ხელისუფლების ეს მოქმედება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური რეპრესიების სახეს,“ – განაცხადა ბობოხიძემ.

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 15:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics