ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი – ისრაელი-ჰამასის ომს 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შედეგად დღემდე, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის არიან 26 პალესტინელი, ოთხი ისრაელელი და ერთი ლიბანელი ჟურნალისტი. დაშავებულია კიდევ 8 ჟურნალისტი, 9 კი – დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მინდა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე მივულოცო რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს, დარწმუნებული ვარ, საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება
შემდეგი სტატიასალივანი თეთრ სახლში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა