სალივანი თეთრ სახლში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს, პრინც ხალიდ ბინ სალმან ალ საუდს, თეთრ სახლში შეხვდა.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე მათ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს და
ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს.

“მათ ხაზი გაუსვეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის მნიშვნელობას, იმ სამუშაოს საფუძველზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო კონფლიქტის გაფართოების მცდელობისგან სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების შეკავებასაც.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი – ისრაელი-ჰამასის ომს 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაიაპონიამ “ჰამასთან” დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა