უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 37 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით 27 “შაჰიდი” გაუშვეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 37-ვე დრონი ჩამოაგდეს.

“მტრის თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო დანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და ელექტრონული ომის საშუალებები. 37-ვე შაჰედი ჩამოვაგდეთ კიევში, ოდესაში, მიკოლაევში, სუმში, ვინიციაში, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის რეგიონებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ხვალ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ
შემდეგი სტატიარუსული კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება