ჟურნალისტი ირაკლი შონია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ეხმაურება

ჟურნალისტი ირაკლი შონია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ეხმაურება.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას სლოგანი – ახალი საქართველო და ევროპისაკენ მომავალი.მაუწყებელია იმის რომ,სწორედ ამ იმედიანი მომავლისაკენ მიდის საქართველო ჩვენი პრემიერის ძალისხმევით.

“შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ დავოსში 21-24 იანვრს გაიმართა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი,რომელიც ამავე დროს აღნიშნავდა 50-ე წლის იუბილეს და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეული იყო დავოსი.ფორუმში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველო და მისი მთავრობის მეთაური პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია!
ფორუმის ოფიციალური ცერემონია გახსნა ამ ფორუმის დამფუძნებელმა პროფესორმა კლაუს შვაბმა, სიტყვით გამოვიდნენ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა, აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი…ფორუმის მთავარი თემა კლიმატური ცვლილებებია. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD)ვიცე პრეზიდენტი იურგენ რიქტერინგი, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს რომ მიესალმება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის და განათლების რეფორმას! საქართველო ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარია ინვესტიციების, ამიტომ პრიორიტეტულია დაწყებული რეფორმები!

საქართველოს პრემიერმა ოცდაათზე მეტი შეხვედრა გამართა პოლიტიკურ ლიდერებთან, საფინანსო ინსტიტუტების და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან…
რთულია, მაგრამ შევეცდები დაიჯესტი შევკრა და დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდო შეხვედრების ქრონოლოგია…

საქართველოს პრემიერთან შეხვედრა გამართა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, რომლის ძირითადი თემა გახლდათ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. გიორგი გახარიამ ბულგარეთის პრემიერი საქართველოში მოიწვია.

მომდევნო შეხვედრა შედგა ლიეტუვას პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას! ჩვენი ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა ლიეტუველი ვიზიტორების რიცხვის გაორმაგება საქართველოში, რამაც ხელი შეუწყო ავიამიმოსვლამ და მჭიდრო თანამშრომლობამ!
საქართველოს პრემიერი შეხვდა ესტონეთის მთავრობის მეთაურს იური რატასს,შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერება, რეფორმა თავდაცვის საკითხებში. პრემიერმა ესტონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

პრემიერი დავოსში ქართველ ახალგაზრდა სტარტაპერებსაც შეხვდა და მათ პრეზენტაციას დაესწრო, სადაც წარდგენილ იქნა მეღვინეობის აქტივობის და მისი გავრცელების პროგრამა.

ამავე დღეს გიორგი გახარიასა და სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან შეხვედრა შედგა, სადაც ორი მეზობელი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაიმართა საუბარი.

საქართველოს პრემიერმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: “ახალი ხედვა ევროპისა და აზიისთვის-პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის”, დისკუსიაში გიორგი გახარიასთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.ბ-მა გიორგიმ ისაუბრა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე და მის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან, რომელმაც მხარი დაუჭირა მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის.

გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა “კოკა-კოლას” ვიცე პრეზიდენტთან მაიკლ გოლცმენთან.განიხილეს დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნა ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის გაფართოვება, რაც ხელს შეუწყობს ახალ სამუშაო ადგილებს.
ასევე შეხვედრა შედგა უმსხვილეს ბრიტანულ სტარტაპ კომპანიის ONeWeB-ის დირექტორ ადრიან სტეკელთან. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირებით. რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტ ქსელი.

გიორგი გახარია ასევე შეხვდა ხორვატიის პრემიერს ანდრეი პლენკოვიჩს. სადაც იმსჯელეს 2020 წლის ივნისის თვეში დაგეგმილ სამიტის შესახებ. ჩვენმა პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე. ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

სამმიტი რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს, ამ საკითხზე იმსჯელეს გიორგი გახარიამ და სლოვენიის პრემიერ მინისტრმა მირიან შარეცმა. ხაზგასმით ითქვა აღმოსავლეთ ქვეყნების თანამშრომლობაზე. ბიზნესკონტაქტების დამყარებასა და ტურიზმზე.აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტები.

საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვედრები ჰქონდა გერმანული კონგლომერატის Siemens Energy- ის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ სენთან. შეხვედრის თემა საინვესტიციო გარემო.

მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEl-ის კომპანიის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო სტრაჩმა. საქართველოს პრემიერთან ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ახალი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების შექმნაზე, სატრანზიტო ქსელის განვითარებაზე.

კომპანიის ACCIONA-ას დირექტორ რაფაელ მატეოსთან ასევე საქართველოს პრემიერმა ისაუბრა ენერგო ახალი სადგურების აშენება-განვითარებაზე. ბ-ნმა გიორგიმ ხაგასმით აღნიშნა რომ ჩვენი ქვეყანა არის სანდო და საიმედი პარტნიორი კომპანიისთვის!

პრემიერმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა შოკოლადის მწარმოებელ ცნობილ შვეიცარიულ კომპანია CAMILLE BLOCH-თან. კომპანიის დირექტორ დანიელ ბლოხთან. ომპანიამ დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი( 651ჰექტარი) ლაგოდეხის რ-ში. თხილის განაშენებისთვის. ბ-მა გიორგიმ განუცხადა რომ მთავრობა მხარს დაუჭერს საწარმოოს გახსნას!
დავოსში შედგა თემატური დისკუსია: New ambitions europe,სადაც გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო ფინეთის პრემიერ მინისტრთან და “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად!

დავოსში ბოლო დღის ვიზიტები შედგა ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის Citi groop-ის კომპანიის ვიცე თავმჯდომარესთან ჯეი კოლინსთან. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. თავად როგორც კოლინსმა განაცხადა: ბრწყინვალე შეხვედრა იყო,გვახარებს ყველაფერი რაც საქართველოში კარგი ხდება!
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება საქართველოს პრემიერთან ისაუბრა ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ.

დავოსში გამართული მსოფლიო მნიშვნელობის ფორუმზე გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტი გახლდათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე და რომ მხოლოდ მშვიდობიანი.მოლაპარაკების გზით(მსოფლიო ქვეყნების ჩართულობით) არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა! ჩვენთვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება იქნება ერთადერთი გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების!

გიორგი გახარია:-აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია! და ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს! ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე (სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.ი.შ) იკისრა ვალდებულება!

გიორგი გახარიას სლოგანი: ახალი საქართველო და ევროპისაკენ მომავალი. მაუწყებელია იმის რომ, სწორედ ამ იმედიანი მომავლისაკენ მიდის საქართველო ჩვენი პრემიერის ძალისხმევით”, – აცხადებს ჟურნალისტი ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტყემალაძე – მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე
შემდეგი სტატია“გახარია უნდა ღელავდეს საქართველოს მეგობრების წერილის არსზე და არა მის ფორმაზე “