გიორგი ტყემალაძე – მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე

region
ავტ.: region იანვარი 24, 2020 16:01

გიორგი ტყემალაძე – მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე

მინდა, ორივეს ვუთხრა, შეიკავონ თავი დაპირპისრებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„დღეს საკრებულოში მოხდა ინციდენტი, რომლის კადრებიც ჩვენ ვნახეთ. მინდა, მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან, როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საკრებულოს შენობაში იყოს სიმშვიდე და იყოს მიღებული უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. რაც მოხდა ყველამ ნახა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ყველამ მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფა, მინდა ორივეს ვუთხრა, შევიკაოთ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დღეს დაპირისპირება მოხდა.

region
ავტ.: region იანვარი 24, 2020 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics