ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები, ჟურნალისტებზე თავდამსხმელები, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დღეს აღკვეთის გადასინჯვაზე მსჯელობდა.

პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატები და მათი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებდნენ, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

banner
წინა სტატიაშინარმანია: თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, სულ უფრო დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე
შემდეგი სტატიაბათუმში დაჭრილი კაცი გარდაიცვალა