ბათუმში დაჭრილი კაცი გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ნარკოლოგიური კლინიკის ეზოში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლამდე კაცს მანქანიდან მიჯრით ესროლეს და მიიმალნენ. შემთხვევის ადგილიდან ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა