ნარმანია: თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, სულ უფრო დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე

თუ ჰესებს არ ავაშენებთ სულ უფრო დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, თუმცა უარყოფს, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული.

“თვეების მიხედვით არის განსხვავებული მდგომარეობა ვინაიდან ტარდება აუქციონები და ფასით, ენერგიის მოცულობით ხდება ენერგიის მიღება. ამდენად ერთ თვეს რუსეთიდან მოსაწოდებელი ენერგიის ფასი შეიძლება იყოს უფრო იაფი, სხვა თვეს თურქეთიდან, ან აზრებაიჯანიდან. ეს არის პერიოდულად ცვალებადი

თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და უფრო მეტ ადგილობრივი გენერაციის წყაროს, იგივე მზის სადგურებს, ქარის სადგურებს და ა,.შ. არ შევქმნით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ამდენად სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე – ამბობს ნარმანია.

banner
წინა სტატიაში“მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად დაასახელებდნენ”
შემდეგი სტატიაჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან