ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა და ძლიერი ტალღების გამო, უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მაშველებმა მამაკაცი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატია“ნილის” ვალები – ბიზნესმენ „გლობუსას“ ყური მოაჭრეს