ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0076 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2312 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0275 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზღვაში მამაკაცი დაიხრჩო