ზეწოლა და ფიზიკური შეურაცხყოფა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან – სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები სინოდს მიმართავენ

სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით დღეს წმინდა სინოდს მიმართავენ.
კურსდამთავრებულები საპატრიარქოს მმართველი ორგანოსგან კონკრეტული ფაქტების შესწავლასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. საგანგებო განცხადება, დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაკეთდება.
„მოვითხოვთ დადგეს სინოდზე პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საკითხი და ზოგადად სასულიერო სემინარიის პრობლემატიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების არ განხილვის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით მივმართოთ ბრძოლის სხვა მეთოდებს. ანუ გადავიდეთ უკვე სამართლებრივ სფეროში და შესაბამისი ზომები გავატაროთ ამ მიმართულებით,“-განაცხადა სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა ლადო წითლიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის