კობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე

ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა რუსეთია.

“უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი.მოსკოვი ინტენსიურად ზრდის სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად. საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია,”- თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ცვალებადი გეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, მჭიდრო შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.

“რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში,”- თქვა კობახიძემ.

“საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“- ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარია.

banner
წინა სტატიაშისერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმე – ბაჩო ახალაიას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატიაზეწოლა და ფიზიკური შეურაცხყოფა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან – სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები სინოდს მიმართავენ