ზესტაფონში დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

ზესტაფონში ახალგაზრდა ქალი ორი და ოთხის წლის შვილებთან ერთად სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, ცხედრები კი მეზობლებმა დღეს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ადგილზე იმყოფებიან „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები. მათ ბინაში შესვლის საშუალება ჯერ არ მიეცათ, რადგან შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა დღეს მოხდა, რადგან ახალგაზრდა ქალი გუშინ ნახეს. მათი თქმით, ზესტაფონში ის ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელი დიმიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს
შემდეგი სტატიაგახარიას პრემიერმინისტრობა არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას ემახსოვრება ახალგაზრდების, 20 ივნისის პროტესტი