გახარიას პრემიერმინისტრობა არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას ემახსოვრება ახალგაზრდების, 20 ივნისის პროტესტი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 22:18

გახარიას პრემიერმინისტრობა არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას ემახსოვრება ახალგაზრდების, 20 ივნისის პროტესტი

“გავრილოვის სპიკერის სკამში დაჯდომაში ხედავთ რუსულ კვალს? შემთხვევითობა იყო ეს? ბორდერიზაცია შემთხვევითი ამბავია? ბოტების ფაბრიკა შემთხვევითია? ეს ხომ რუსული პროექტია?

ჩვენ ვართ სერიოზული საშიშროების წინაშე, რასაც რუსული რბილი ძალა ჰქვია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რბილი ძალა აღარაა. როცა ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და ინტერესიც აქვს, რომ შენ ევრო სტრუქტურებში არ გაერთიანდე და ქვეყანა ფეხზე არ დადგე.

როგორ შეიძლება, რომ პარლამენტში ჰქონდეს ინტერესი და არ ჰქონდეს ინტერესი უზარმაზარ კომერციულ პროექტში, რომელიც მათ [რუსეთს] წაართმევს ტვირთს და საქართველოს კონკურენტურანიან ქვეყანად გახდის. საქართველოში არსებული მენტალობა, რომ დიდი ქვეყანაა და დავუყვავოთ არის მონური, პოსტ-საბჭოური მენტალობა ”- ასე უპასუხა კითხვას მამუკა ხაზარაძემ, ხედავს თუ არა რუსულ კვალს ანაკლიის პორტის დაბლოკვაში და არის თუ არა დამთხვევა, რომ რუსეთის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ინტერესები ემთხვევა.

” გახარიას პრემიერმინისტრობა  არის ძალიან დროებით, ის არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას ემახსოვრება ახალგაზრდების, 20 ივნისის პროტესტი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ყველა გამოგვაფხიზლა.

გამოგვაფხიზლა იმიტომ, რომ, თურმე დღეს, 21-ე საუკუნეში, ჩვენი დამოუკიდებლობის 27-ე წელს, ჩვენ კიდევ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, როცა ჩვენ თავისულფებასა და დამოუკიდებლობას, იმ სიტუაციაში, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, კიდევ ემუქრება საფრთხე”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 16, 2019 22:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics