ზესტაფონში ბაზრობას ცეცხლი უკიდია

13900586_1336662106361214_1061745097_nჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობა იწვის, სადაც ტანსაცმლის მაღაზიებია განთავსებული. ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა.

 

როგორც ”თაიმერს” ზესტაფონის გამგებლმა ტარიელ თუთარაშვილმა განუცხადა, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია. ცეცხლი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.შემთხვევის ადგილზე ზესტაფონისა და ქუთაისის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი არ არის.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიამექსიკაში კიდევ ერთი მერი მოკლეს