ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდა, რუსეთში უკრაინელების დეპორტაცია შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს მოუწოდა, უკრაინის მოქალაქეების რუსეთში დეპორტაცია შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

მოზარდებსა და ბავშვებს რუსეთი უკანონოდ და ძალდატანებით ასახლებს. ასობით ათასი უკრაინელი რეალურად მოიპარეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე, დასძინა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ამ საკითხში.

„და მათი ამოცანა ახლა, ჩვენი აზრით, არის წვდომა ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც დეპორტირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციაში. გაერომ მათი უკრაინაში დაბრუნება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ანექსია, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპაცია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია
შემდეგი სტატიასაქართველო აგრძელებს ხელშესახებ პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვის კუთხით – კორლატეანი