ზელენსკი – ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა სჭირდება. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

„ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს იწყება. ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში პირველად იკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაცნობილი გახდა რუსი მფრინავების ვინაობა, რომლებმაც კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს