ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება

“რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმების საფრთხე ემუქრებოდეს”,-ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან ქსავიერ ბეთელთან ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან იგი ხედავს საბჭოთა კავშირის მთელ ყოფილ ტერიტორიას, როგორც საკუთარ, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას.
ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო არ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, ჩვენს შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შესაძლოა რუსეთის ფედერაციის თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე… ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე – კრამერი