85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე… ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან – სააკაშვილი

“85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვიმა მედიდან გავრცელებულ წერილში წერს

ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.

უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.

85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და “კრედიტ სვისიდან” წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარებმა ხარკოვში კოლეჯის შენობას ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება