ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე – კრამერი

გუშინდელი აქცია იყო ძალიან მშვიდობიანი მშვიდობიანი გამოვლენა სურვილის, იყოს საქართველო ევროპის ნაწილი – ასე აფასებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი გუშინ, 20 ივნისს, “სირცხვილაის” ორგანიზებით გამართულ ხალხმრავალ აქციას “მთავარი არხის”ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას.

კრამერის თქმით ამ დემონსტრაციით, ევროპა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ევროკავშირ უჭრეს მხარს და რომ ყველაზე დიდი პრობლემა არა ხალხი, არამედ “ოცნების” ხელისუფლება და ივანიშვილია:

“მთავარ გზავნილი იყო ის, რომ ევროკავშირი დარწმუნდა, რომ ნამდვილად 80% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. აქ ყველაზე დიდი პრობლემაა ქართული ოცნება და ბატონი ივანიშვილი. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მოგცათ ევროკავშირმა ეს იყო დეოლიგარქიზაცია იმისთვის, რომ არ ჩაერიოს ოლიგარქი თქვენს ეკონომიკურ – პოლიტიკურ საქმიანობაში და მიუხედავად იმისა, რას ამბობს ქართული ოცნება, ეს რა თქმა უნდა არის ივანიშვილი” ამბობს კრამერი.

ამერიკელი დიპლომატი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასაც აფასებს, რომელიც მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და ამბობს, რომ მადრიდის ნატოს სამიტის წინ, ეს პოზიცია საქართველოსთვის კონტრპროდუქტიულია:

მან [ღარიბაშვილმა] ასევე გაართულა სიტუაცია ნატოსთან იმით, რომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო თქვენს არჩევანზე, ნატოში გაწევრიანებაზე, ეს აზიანებს რასაკვირველია საქართველოს მოსახლეობის სურვილებსა და მისწრაფებებს…

არ ვიცი სპეციალურად [თქვა] თუ არა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნამდვილად იყო კონტრპროდუქტიული ნატოს სამიტის წინ და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების წინ, 24-ში. ქართული ოცნება იმეორებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ვნებს საქართველოს.” ამბობს კრამერი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება
შემდეგი სტატიამომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა