ზელენსკი: არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავუშვებთ ყირიმს ვინმეს ტერიტორია ეწოდოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ყირიმის საკითხის გადადება, თუმცა ვერ დაუშვებენ, რომ ყირიმს სხვა ქვეყნის ტერიტორია ეწოდოს.

“პირველ რიგში, არ დავკარგოთ ჩვენი სუვერენიტეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე: მე ძალიან მინდა, რომ არ დავკარგოთ ასობით ათასი ადამიანი. მესამე: არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დავუშვებთ ყირიმს ვინმეს ტერიტორია ეწოდოს. ეს არის უბრალოდ ჩვენი, უკრაინის ტერიტორია, ვეთანხმები, რომ იქ (უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში) შეიძლება დადგეს მისი გადადების საკითხი, ეს შეიძლება იყოს ასეთი კომპრომისული გადაწყვეტილება… და დონბასი ჩემთვის არის უკრაინა, ჩვენთვის. ყველასთვის ეს არის უკრაინა.

ჩვენ არც კი ვმსჯელობთ 24 თებერვლამდე ჩვენს კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების რაიმე სტატუსზე.” თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს რუსეთის მხრიდან აღიარებულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: რთგვარი კლანია ჩამოყალიბებული რამდენიმე „ენჯეოს“ სახით, რომელიც უკვე პირდაპირ დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“
შემდეგი სტატიაზელენსკი: “არ დაგელაპარაკები”, დღეს ყველაზე მარტივია