ზაზა ოქუაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული – „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მის გამოკითხვას ლონდონში ითხოვს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ზაზა ოქუაშვილი ლონდონში იმყოფება და ითხოვს, რომ საგამოძიებო ჯგუფი მასთან იქ ჩავიდეს:

“ის რომ დღეს ვერ ჩამოდის და საქართველოში ვერ აძლევს ის ინფორმაციას ეს არის იმ აბსურდული მდგომარეობით, რომ არათუ ბრალდებულებისთვის წარმოადგენს საშიშროებას საქართველოში ყოფნა, არამედ წარმოადგენ დაზარალებულებისათვის. მზად არის ერთის მხრივ მისცეს გამოძიებას სრული ინფორმაცია ამის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვაძლევს, რომ ის გამოკითხული იქნება არა საქართველოში, არა,მედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე,”- განაცხადა ოქუაშვილის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ მზად არის საკუთარი კიბერპოტენციალი ნატოს ინტერესებს მოახმაროს
შემდეგი სტატიალომჯარია ხელისუფლებას აფრთხილებს – ოცნება VS არასამთავრობო ორგანიზაციები