ლომჯარია ხელისუფლებას აფრთხილებს – ოცნება VS არასამთავრობო ორგანიზაციები

“იბერიის” საკნდალურ საქმეზე და ფარულ ჩანაწერებზე 13 არასამთვარობო ორგანიზიაციის მიერ გავრცელებულ უმწვავეს განცხადებაზე სახელიუფლებო გუნდის რეაქციაზე განცხადებას აკეთებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია უმაღლესი თანამდებობის პირებს ურჩევს,რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ნაცვლად, გადადგან ქმედითი ნაბიჯები პრობლემების მოგვარების მიზნით.

“პირველ რიგში მეთვითონ მოვდივარ სამოქალაქო სექტორისგან და წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების პირობებშიც, გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტიები და არ ვართ მხარე. პლიუსს ვერ დაიწერს ვერც ერთი ხელისუფლება იმით, რომ ისინი აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ნდობა და რეპუტაცია მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საზოგადოებაშიც და ეს კითხვები, რაზეც ისინი საუბრობენ აქვს საზოგადოებასაც. ხელისუფლებამ ასეთი კრიტიკის ნაცვლად ალბათ ქმედითი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს,” – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული – „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მის გამოკითხვას ლონდონში ითხოვს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის მეუღლე, რომელიც დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული, მოსკოვში გაფრინდა