აშშ მზად არის საკუთარი კიბერპოტენციალი ნატოს ინტერესებს მოახმაროს

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ” სიგნალი… პირველ რიგში რუსეთისკენ არის მიმართული”. აშშ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რომ ისინი თავდაცვით და შეტევით კიბეროპერაციებს განახორციელებენ ნატოს ინტერესების ფარგლებში, თუკი ალიანსი ასეთი თხოვნით მიმართავს – პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა – “ამერიკის ხმა” წერს.

ნატოს საკუთარი წესდების მეხუთე მუხლის გამოყენება შეუძლია რუსეთის მხრიდან კიბერშეტევის შემთხვევაში – ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 სექტემბერს განაცხადა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატოს ერთობლივ პასუხზე გადაწყვეტილებას გაერთიანება ავტომატურად არ მიიღებს. “არა ავტომატურად. ეს კიბერშეტევის ხასიათს გააჩნია” – განმარტა გენერალურმა მდივანმა. ამასთანავე, მან უარი თქვა განემარტა, თუ როდის ამოქმედდება მეხუთე მუხლი: “ვფიქრობ, ეს უპირატესობა არ უნდა მივცეთ პოტენციურ მოწინააღმდეგეს” – განაცხადა მან.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ფართო ინტერპრეტირებაა შესაძლებელი. მუხლის მიხედვით, ალიანსის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმა, ამასთანავე, არა მხოლოდ შეიარაღებული, არამდე კიბერშეტევაც, “განხილულ იქნება როგორც ზოგადად თავდასხმა”. მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის ყველა ქვეყანა დახმარებას გაუწევს “ინდივიდუალური ან ერთობლივი მოქმედებით, რომელიც აუცილებელია, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გამოყენება”.

ივნისში ნატომ და ევროკავშირმა განაცხადეს რეალურ დროში კიბერუსაფრთხოების საშიშროებაზე ინფორმაციის მიღების სისტემის ჩაშვებაზე. მაშინ სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატო და ევროკავშირი 74 მიმართულებით თანამშრომლობენ.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე – ყველაფერი სახალხო დამცველმა შეისწავლოს, რომელიც ალბათ მიუკერძოებელ დასკვნას გამოიტანს
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული – „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მის გამოკითხვას ლონდონში ითხოვს