ზაზა ბიბილაშვილი : მედია მოკლეს და ომბუდსმენმა ვისი უფლებები უნდა დაიცვას, GDS-ის?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც საქართველოში მედია ომბუდსმენის შექმნას ეხება, ცინიზმს უწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ სასამართლო, შემდეგ კი ქართული მედია დაასამარა.

„მათ ფაქტობრივად მედია მოკლეს და ახლა იძახიან, რომ უნდა შექმნან მედია ომბუდსმენის პოსტი. ვისი უფლებები უნდა დაიცვას, GDS-ის ამ ომბუდსმენმა? თუ Russia Today-ის ინტერესი უნდა დაიცვას? იმიტომ, რომ მათი ხელიდან ქართული მედია არის მკვდარი. ყველაფერი გააკეთეს, რომ სასამართლო დაემარხათ და მედია დაემარხათ და ახლა ამ ცინიზმით ისინი საზოგადოებას კიდევ უფრო აბრაზებენ და ამის შედეგს მოიმკიან ძალიან მალე,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

როდის შეიქმნება მედია ომბუდმსენის ინსტიტუტი, ვინ უხელმძღვანელებს და ვინ დაამტკიცებს, ასევე კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება მას. პრემიერის გუშინ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა
შემდეგი სტატიაეს არ არის იმდენად ძვირი ინსტიტუტი, რომ დაფინანსების მოპოვება გაჭირდეს-არჩილ თალაკვაძე მედია ომბუდსმენის შექმნაზე საუბრობს