ლაგოდეხის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო „კელაპტრის“ მეოთხე სართულიდან 37 წლის მამაკაცი გადმოხტა.

მამაკაცი კლინიკაში თავის ტრავმით ნასვამ მდგომარეობაში შეიყვანეს. მედპერსონალის განცხადებით, ის აგრესიით გამოირჩეოდა. მოგვიანებით მამაკაცის შეკავება ახლობლებმა ვერ შეძლეს და მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა. ისადგიზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში”მედიაომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან” – ჯეჯეავა
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი : მედია მოკლეს და ომბუდსმენმა ვისი უფლებები უნდა დაიცვას, GDS-ის?