ეს არ არის იმდენად ძვირი ინსტიტუტი, რომ დაფინანსების მოპოვება გაჭირდეს-არჩილ თალაკვაძე მედია ომბუდსმენის შექმნაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც საქართველოში მედია ომბუდსმენის შექმნას ეხება, მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ ახალი ინსტიტუტი მედის თავისუფლებისთვის მეტი გარანტი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დაფინანსების მოპოვების წყაროებზეც საუბრობს.

„ხელისუფლება მზად არის დამატებითი გარანტიები შექმნას მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის. საჭირო დაფინანსება შესაძლებელია მოვიძიოთ, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან. არ ვფიქრობ, რომ ეს არის იმდენად ძვირი ინსტიტუტი და მექანიზმი, რომ დაფინანსების მოპოვება გაჭირდეს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი : მედია მოკლეს და ომბუდსმენმა ვისი უფლებები უნდა დაიცვას, GDS-ის?
შემდეგი სტატიამერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა სტრასბურგში – ოთარ კახიძე პროცესზე დასასწრებად გაემგზავრა