ზარქუა – კუბილიუსი და იუკნევიჩიენე არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები იყვნენ

წლების განმავლობაში რასაც დავაკვირდი, ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი რასა არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები. ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს წერილზე, რომლითაც ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ.

ზარქუა ფიქრობს, რომ ისინი საქართველოს ინტერესებს არ გამოხატავენ.

„არ ვიცი, ამას ფასიანი ლობისტობა ჰქვია თუ უბრალოდ ლობისტობა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. მგონია, რომ ისინი არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს. ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ და არა კონკრეტული დამნაშავეების, როგორიც არის სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, ზარქუამ აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ გარკვეული წევრების პოზიცია ნათლად გამოხატავს, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ კონკრეტულად პარტიის მეხოტბეები არიან.

„ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ევროპარლამენტში და რომლის წევრებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“, წლებია, ზუსტად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული ჯგუფების პოზიციას. „ევროპის სახალხო პარტიის“ გარკვეული წევრების პოზიცია, რაც ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით, ნათლად გამოხატავს, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ კონკრეტულად ამ პარტიის მეხოტბეები არიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშირომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატიათალაკვაძე საკონსიტუტიცო სარჩელზე – არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით