რომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

რომში, „კვირინალეს“ სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

შესრულდა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, მოგვიანებით კი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზარქუა – კუბილიუსი და იუკნევიჩიენე არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები იყვნენ