თალაკვაძე საკონსიტუტიცო სარჩელზე – არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით

არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებას, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის დასჯას ცდილობს და საკონსტიტუციო სარჩელი პოლიტიკურ ნიადაგზე შეაქვს.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ცდილობს საკუთარი ფუნქცია სხვამ, მათ შორის, პრეზიდენტმა შეასრულოს.

“გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, ცდილობს ოპოზიციის ფუნქცია სხვას შეასრულებინოს, რადგან ამას თვითონ ვეღარ აკეთებს. მათ სურთ ოპოზიცია იყოს სხვა, ზოგჯერ ეს არის სამოქალაქო სექტორი, ზოგჯერ სურთ ეს იყოს პრეზიდენტი, ზოგჯერ ცდილობენ ეს გააკეთებინონ მედიას. ამაზე მიუთითებს ოპოზიციის განცხადებები, რომ თითქოს პრეზიდენტი არის კონფლიქტის სუბიექტი.

თვითონ დავას რაც შეეხება, თვეების წინ ითქვა, რომ ეს არის დავა კომპეტენციის განსაზღვრის შესახებ, რომ ცხადი იყოს დიპლომატიური სამსახური და ელჩების დანიშვნა მიეკუთვნება თუ არა მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო, არავითარი პოლიტიკური დაპირისპირების მოედანი ეს არ არის, ეს არის დავა კომპეტენციურ საკითხთან დაკავშირებით,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – კუბილიუსი და იუკნევიჩიენე არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები იყვნენ
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი – ერეკლეს ქება და ლევანის ძაგება ამ ვითარებაში ანტიდასავლელობად, პრორუსობად აღიქმება