ზარქუა აქტივისტებზე: ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სხდომათა დარბაზში დეპუტატებისთვის ფურცლების გადაყრას “ყურადღების მიქცევის იაფასიან მცდელობად”აფასებს.

“არ ვიცი რა გადმოიყარა და როგორ, ეს უბრალოდ იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო რომ ყურადღება მიექციათ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნინოწმინდის ის თემა არის პრობლემური, თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართული ბატონი დავითულიანი და ბატონი პაპუაშვილი შალვა, იყო სხვა ორგანიზაციებიდან ჩართული, რამდენადაც ვიცი პროცესი მიდის”, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

“რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?” – აქტივისტებმა ამ წარწერით ფურცლები დღეს პარლამენტის გარდა, “გალერია თბილისის” შენობიდან გადმოყარეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ირანს თანამედროვე თანამგზავრ-ჯაშუშს მიჰყიდის
შემდეგი სტატიაგრეტა ტუნბერგი პანდემიური შესვენების შემდეგ პროტესტით დაბრუნდა