გრეტა ტუნბერგი პანდემიური შესვენების შემდეგ პროტესტით დაბრუნდა

ეკო აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა პანდემიის გამო შეწყვეტილი საპროტესტო აქცია 11 ივნისს განაახლა შვედეთის პარლამენტის წინ. მასთან ერთად რამდენიმე პროტესტანტი იყო ლოზუნგით “პარასკევები ჩვენი მომავლისთვის” სლოგანით “სკოლის გაფიცვა კლიმატისათვის”.

“ჩვენ დავბრუნდით პარლამენტთან. მაგრამ პანდემია არ დასრულებულა ჯერ, ამიტომ აქციებზე მინიმალური რაოდენობა ვიქნებით და ჩვენ ვიმოქმედებთ არსებული შეზღუდვების ფარგლებში” – დაწერა გრეტა ტუნბერგმა საკუთარ “ტვიტერზე”.

მან 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო პროტესტი შვედეთის პარლამენტთან, ის პოლიტიკოსებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს. ძალიან მალე მას სხვა ქვეყნების მოსწავლეები შეუერთდნენ, პროტესტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და ის ყოველ პარასკევს ტარდებოდა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა აქტივისტებზე: ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა
შემდეგი სტატია2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იგეგმება