ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას “ქართული ოცნების” წევრთა უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა უმრავლესობის წევრთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უმრავლესობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე . ასევე წინადადებები მიიღო ვიცე-სპიკერატის შემადგენლობამ და 15 კომიტეტიდან 12 კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატებმა”,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს წარადგენს.

გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველივე სესიაზე ფარული კენჭისყრით ირჩევს.

თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არსებული რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში: დავიწყებ ინტენსიურ კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროებთან და არასამთავრობო სექტორთან
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: აკაკი ზოიძეს წარმატებას ვუსურვებ